ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„ექსპერტული აზრის სუპერ-გიგანტმა, ლაგაზამ - უკვე ისეთი დაგაზა, რომ თვით ხუხად ხუხა, ახლა რამდენიც არ უნდა ჰქუხოს, ვეღარ დაეწევა!
აი, რა თქვა ლაგაზამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში:
„ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ხელისუფლებად, რომლის მარტო საქმე კი არა, უმოქმედობაც დამანგრეველი ეფექტის მომტანია - როცა შეიძლებოდა ე.წ. „ვაქცინის ტურიზმით“ ეკონომიკა ფეხზე დაგვეყენებინა და ქვეყნისთვის ახალი სუნთქვა გაგვეხსნა, უცხოელებს კი არ ვეპატიჟებით აქ ვაქცინის გასაკეთებლად, ჩვენს მოსახლეობასაც არ ვცრით...“ (?!?!)
"ვაქცინის ტურიზმიო", კაცო!!!
თურმე ამერიკელი და ევროპელი თავიანთ ვაქცინებს ლამის ძალით, ჩვენ გვატენიდა და თან არიქა, აბა ჰე, ყველანი დავირაზმოთ, სათითაოდ საქართველოში ჩავიდეთ "ვაცინის ტურისტებად", იქ ავიცრათ და დროზე, რიგში ჩავდგეთო! ჰოდა, ამ საზიზღარმა, კრემლის აგენტმა ქოცებმა არ ქნეს, თორემ ხომ ავშენდებოდით!
ეს საოცარი კოვიდ-ეკონომიკური აზრი პოლიტიკას უშუალოდ არ ეხება და იმდენად გამაოგნებელი ამიტომაც არ არის, როგორიც ლაგაზას აბსოლუტურად სწორუპოვარი პოლიტიკური დიალექტიკა, რითაც გაჟღენთილია მთელი ეს ინტერვიუ. ვისაც კაი გართობა გინდათ, გაეცანით და მის დღემში არ დაგავიწყდებათ მსგავსი ხალისი.
ლაგაზა და ხუხა იმდენს იზავენ, "ვაქცო-ტურიზმი" არ ვიცი, მაგრამ ეგზო-ტურიზმი უთუოდ განვითარდება: მთელი მსოფლიოდან სულ კისრისტეხით ჩამოვლენ ამ ჩვენი ეგზოტიკურად დაგაზ-ლაგაზული და ხუხად-მქუხავი ექსპერტების გასაცნობად!
ერიჰაა ლაგაზ, მართლაცდა - ერიჰაა“!