თამთა მეგრელიშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნამ, ოპოზიციის პოლიტიკურ ახირებას დიდი წერტილი დაუსვა, საკონტროლო გასროლა კი ინსტიტუტის IRI-ის ანგარიში

თამთა მეგრელიშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნამ, ოპოზიციის პოლიტიკურ ახირებას დიდი წერტილი დაუსვა, საკონტროლო გასროლა კი ინსტიტუტის IRI-ის ანგარიში

ეუთო/ოდირის დასკვნამ, ოპოზიციის პოლიტიკურ ახირებას - "არჩევნები გაგვიყალბეს, რადგან ჩვენ წავაგეთ", დიდი წერტილი დაუსვა. საკონტროლო გასროლა აღმოჩნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიშიც, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები გავლენას არ ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები თუ საერთაშორისო დონეზე "მხოლოდ თქვენი" მეგობრები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა და არჩევნები შედგა.

,,დროა აკეცოთ კარვები, გამოიყენოთ თქვენი მცირე ამომრჩევლის ნდობა და მათი ინტერესების დასაცავად საკანონმდებლო ორგანოს ღია კარში შეაბიჯოთ“,- წერს მეგრელიშვილი