კრისტიან დანიელსონი: მთავრი პუნქტი, საიდანაც უნდა დაიწყოს პროცესი, არის მოსმენა

კრისტიან დანიელსონი: მთავრი პუნქტი, საიდანაც უნდა დაიწყოს პროცესი, არის მოსმენა

ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში სრული ჩართულობით იმისთვის, რომ ამ მედიაციამ შედეგი გამოიღოს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრი პუნქტი, საიდანაც უნდა დაიწყოს პროცესი, არის მოსმენა.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში სრული ჩართულობით იმისთვის, რომ ამ მედიაციამ შედეგი გამოიღოს. ჩემთვის მთავრი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა. დილით შევხვდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. ის უკვე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და კარლ ჰარცელს.

დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება