ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დასრულდა.

„ის ჩემი კერპი იყო,ვერ ვიჯერებ რომ როჯერ ფედერერი დავამარცხე“,- განაცხადა მატჩის შემდეგ ბასილაშვილმა.
ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ 2016 წელს ავსტრალიის ღია პირველობის 1/64 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, იმ შეხვედრაში ფედერერმა ბასილაშვილს 3 სეტში 6-2, 6-1, 6-2 მოუგო.

ქართველი ჩოგბურთელი დოჰას მასტერსის 1/2 ფინალში მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანს,ამერიკელ ჰარი ფრიტზს დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 მარტს,თბილისის დროით: 19:00-ზე გაიმართება.