საქართველოში ბევრის გაკეთება შეგვიძლია პოლარიზაციის შემცირებისა და მიმდინარე კრიზისის განმუხტვის მიზნით, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ.
„კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნა ფანტასტიური ამბავია. შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ნიკა მელიას დაკავება მიუღებელი ესკლაცია იყო. იგი უნდა გაათავისუფლონ. თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მთავრობის ოპონენტებმა ინსტრუმენტად არ გამოგვიყენონ. მათ შორის ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ ტრანსატლანტიკური ინსტიტუტები, ევროკავშირი და აშშ, კავალერიის მსგავსად იმოქმედებენ და მათ კრიზისის ჟამს გადაარჩენენ. ვფიქრობ, თავიდან უნდა ავიცილოთ ეს. ეუთომ, ევროკავშირმა და აშშ-მა განაცხადეს, რომ არჩევნებს ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ფუნდამენტურად კონკურენტუნარიანი იყო. შესაბამისად, ქართველი ამომრჩევლების განზრახვა ასახული იყო. ოპოზიციაში ჩემს მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ გამოსავალი უნდა იპოვონ, თავიანთი მანდატები აიღონ და წარმოადგინონ ისინი, ვინც მათ ხმა მისცა. ოპოზიციას ვეუბნებოდი, რომ მათი ყველაზე ახლო მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოპარულია“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ სამხრეთ კავკასიის შსახებ გამართულ ვებინარზე.