მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც „ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჟურნალისტს, პარლამენტის წევრს, ასევე სასულიერო პირს კანონით აქვს უფლება თავისი საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაცია არავის არ გადასცეს და ინფორმაციის წყარო არ გაამხილოს.
„შეჭრაზე საუბარი არის მოგონილი ამბავი - არავინ არსად შესვლას არ აპირებს! თხოვნა გვაქვს - ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და შემდეგ ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრზადებით. ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„TV პირველი“ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.
გენერალური პროკურატურა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრელებული განცხადების თანახმად, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.