გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„რაციონალური კომპრომისებისთვის ოპოზიცია მზად არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავის წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა: მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, მზად ვიქნებით საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დავეხმაროთ.