ყველა ჟურნალისტს, არა მხოლოდ ტელევიზიებს, არათუ უფლება აქვს, ვალდებულება აქვს რომ დაიცვას წყაროს კონფიდენციალობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ უნდა დაადგინოს წყარო. მათ რომ უბრალოდ ჩანაწერები უნდოდეთ, აბსოლუტურად სხვაგვარად მოიქცეოდნენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„TV პირველი“ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.
გენერალური პროკურატურა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრელებული განცხადების თანახმად, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.