ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არცერთ მედიასაშუალებაში არავი შეჭრილა და არც ახლა პირებს

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არცერთ მედიასაშუალებაში არავი შეჭრილა და არც ახლა პირებს

მინდა ყველა შევახსენო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არცერთ მედიასაშუალებაში არავინ შეჭრილა და არც ახლა პირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მაშინვე გაჩნდა ისტერიკა, რომ თითქოს ტელევიზიაში შეჭრას და დარბევას აპირებენ და ა.შ. მინდა ყველას შევახსენო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არცერთ მედიასაშუალებაში არავინ შეჭრილა და არც ახლა არავინ აპირებს, პროკურატურამაც ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომ არავინ არსად შეჭრას არ აპირებს. ამითი ისინი ისევ ისტერიულ ფონს ქმნიან და ცდილობენ საზოგადოებაში მუდმივად დაძაბული ფონი იყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

"TV პირველი" სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.

გენერალური პროკურატურა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრელებული განცხადების თანახმად, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.