დიდი ბრიტანეთის მთავრობა: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

დიდი ბრიტანეთის მთავრობა: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. სინამდვილეში, ახლა ვიწყებთ ვაქცინის პროგრამის შედეგების დანახვას, რაც გამოიხატება ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვევების, გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის შემცირებაში“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, დანიაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასა და თრომბის შემთხვევას შორის კავშირი არ დადასტურებულა.