ყარაბაღის ომის მერე, რუსეთი საქართველოსთვისაც რომ მოიცლიდა, მოსალოდნელიც იყო და არც თუ ძნელად საპროგნოზო. ეს არის რუსეთის ბოლო გაბრძოლებაც სადაც ფსონი სიცოცხელე მეტია. ვინმე პატრიკ დაუნის, გლავკანალის ახალ ტელერესპოდენტად გუშინ გამოჩენაც და პუტინისტური რუსეთის გაღმერთება და ამერიკის ანტიდემოკრატიულ ქვეყნად წარმოსახვაც ამის ნიშანია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დემონიზაციის მცდელობას, სულაც თავი, რომ დავანებოთ,- წერს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
მისი თქმით, დღესაც რუსული ღია, ფარული თუ გადაღებილი აგენტურა უხვადაა საფანჩატურეთის ოპოზიციაშიც.
,,ბალტიის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, რუსეთს საქართველოში სსრკ.ს დროსაც გაცილებით მეტი ადამიანური რესურსი გააჩნდა, ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან მოყოლებული აგენტურის სახით. ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ ახლა ქვეყანას 250 ადამიანის რადიკალიზმი არყევს ქუჩა- ქუჩა რომ დარბიან და წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდშიც კი ყველაზე მეტი ჩეკისტი და სულგაყიდული გრუშნიკი საქართველოში იყო, სხვადასხვა მონაცემებით 300 ათასიდან 450 ათასამდე დანოსებით, რომ დედას უფეთქებდა მეზობელს, სამსახურის უფროსს თუ ნახევარ საქართველოსაც. ეს იყო ყველაზე ანტიეროვნული და აგრესიული კლასტერი გნებავთ მეხუთე კოლონა, რომელმაც დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გენერალ ბეპაევის და ადმირალ ბალტინის ჯარებით და ამ ქვეყნის ისტორიას დღესაც იგივეს უმზადებს, თუ საზოგადოება დროზე არ გამოფხიზლდა. დღესაც რუსული ღია, ფარული თუ გადაღებილი აგენტურა უხვადაა საფანჩატურეთის ოპოზიციაშიც, და თავს ნუ მოვიტყუებთ სახელმწიფო სტრუქტურებშიც, კოჰაბიტირებული თუ ინკორპორტირებული ხალხის სახით. ამიტომაც არის ხშირად იმის შეგრძნებაც, რომ ეს 250 გარეთ მყოფი აქტივი არყევს სიტუაციას, ხოლო ხელისუფლება აგვიანებს, ან უუნაროა პასუხი გასცეს. ეს არის ერთგვარი დუღილის ქაფი რაც ზედაპირზე ჩანს და ისიც ძირითადად ოპომედია ბადით მხარდაჭერილი, თორემ მათი ჩუმი მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით მეტია და ეს ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდა, ეს შთამომავლობითი ჩეკისტური კოლონა არსადაც არ წასულა. ამიტომაც არის მთელი რესურსი ფინანსური და ადამიანური აქეთ გადმოსროლილი. ოპოზიციის რადიკალიზაციის და უკომპრომისობის გასაღებიც აქ არის საძიებელი. რუსული დიდი კუში თამაშდება კავკასიაში, დიდი ფსონია ჩამოსული, ჩვენ აქ გლავკანალის დღის წესრიგზე რომ ვორიენტირებთ და ვადამდელის და პარლამენტში შესვლა არშესვლის თემებში ვართ გაჭედილი, ბრიუსელის სამიტის ჩაშლაც რუსული სცენარია და სწორედ ბრიუსელში საბოლოოდ გამოჩნდება ვინ ათამაშებს რუსულ რულეტკას საქართველოში?! - წერს გიორგი ცუცქირიძე