კახა კახიშვილი: ნებისმიერი მოლაპარაკება კონსენსუსით შედეგის მიღწევას ითვალისწინებს, შესაბამისად, რაღაცის დათმობა მოგიწევს

კახა კახიშვილი: ნებისმიერი მოლაპარაკება კონსენსუსით შედეგის მიღწევას ითვალისწინებს, შესაბამისად, რაღაცის დათმობა მოგიწევს

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რაც უფრო მალე იქნება მიღწეული, მით უკეთესი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მოლაპარაკება შედეგით დასრულდეს, გარკვეული სახის დათმობაზე წასვლაა საჭირო.

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და არა „ქართული ოცნებისა” ან თავად ოპოზიციისთვის, რადგან აქ ისეთი საკითხები განიხილება, რომელიც კრიტიკულ აზრს საჭიროებს.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რაც უფრო მალე იქნება მიღწეული, მით უკეთესი იქნება. ნებისმიერი მოლაპარაკებისას მხარეები ფიქრობენ, რომ ამ პროცესიდან მაქსიმალური წამოიღონ, მაგრამ ამავე დროს, ნებისმიერი მოლაპარაკება ითვალისწინებს და დიპლომატიისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ კონსენსუსით შედეგს მიაღწიო, შესაბამისად, მოგიწევს, რაღაცა დათმო. თუ მოლაპარაკება ნამდვილად უნდათ, არის ისეთი საკითხები, რაც ერთი და მეორე მხრიდან შეიძლება, იყოს დათმობილი. გუნდს ჰყავს ხელმძღვანელობა და ისინი არიან მოლაპარაკებებში ჩართულები. ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის თავზე იმიტომ აიღო მედიაციის ფუნქცია, რომ ნახა, მოლაპარაკებები ფიზიკურად ვერ ხერხდება და ამით ყველა დაიღალა. ეს ადამიანი ჩამოვიდა და თქვა, თუ თქვენ ერთმანეთს ვერ უგებთ, მე მაინც გაგაგებინებთო. რა სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენ ერთმანეთთან არ ვსხდებით, თუ სხვა არ გვეტყვის, მოდითო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.