ეუთოს თავმჯდომარე საქართველოზე: კონფლიქტის გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება

ეუთოს თავმჯდომარე საქართველოზე: კონფლიქტის გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება

მნიშვნელოვანია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, ნდობის მშენებლობის მიზნით, რაც საჭიროა კონფლიქტის გასადაჭრელად, - განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ.

„თბილისში ჩემი ვიზიტისას, თებერვალში, შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. კიდევ ერთხელ გამოვხატე ეუთოს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებისადმი. მთავრობისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრის გარდა, მე ასევე მოვინახულე საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, კონფლიქტის კონტექსტში და ადგილზე ვნახე, თუ რამდენად საჭიროა კომუნიკაციისა და კონტაქტის გაზრდა ადგილობრივ თემებს შორის“, - აღნიშნა ან ლინდემ.

საქართველოს შესახებ ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ესტონეთის, ნორვეგიის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც.