დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ბატონ ბიძინას და ბერა ივანიშვილს ვერ აპატია, რომ მათ გარეშემო მთელი საქართველო შემოიკრიბა

დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ბატონ ბიძინას და ბერა ივანიშვილს ვერ აპატია, რომ მათ გარეშემო მთელი საქართველო შემოიკრიბა

ბერა ივანიშვილის საქციელი, როდესაც ის მამას, ბიძინა ივანიშვილს გვერდში ედგა და მათ გარშემო შემოიკრიბა მთელი საქართველო, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბატონ ბიძინასა და ბერა ივანიშვილს ვერ აპატია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი რუსეთში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქის, პატრიკ დაუნის ინტერვიუს, რომელიც გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა.

„ყველაფერი გასაგებია, იმიტომ რომ ამ ადამიანებში აისახება ნახევრად ფაშისტური ძალის დამარცხება საქართველოში ყველანაირი ძალის გარეშე. შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია, როგორც პირველი, ასევე მეორე რეპორტაჟი. დამერწმუნეთ, შესაძლებელია კიდევ რაღაცის ფაბრიკაციის, მიბმა, მობმა, დაჩეხა. მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.