ეკატერინე ტიკარაძე: ჯანმოს აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური „სინოფარმას“ ვაქცინებსაც შემოიტანს

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანმოს აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური „სინოფარმას“ ვაქცინებსაც შემოიტანს

ჩინურ „სინოფარმთან“ 100 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად წინასწარ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინურ „სინოფარმას“ ვაქცინებს საქართველოში იმ შემთხვევაში შემოიტანენ, თუ კი აღნიშნულ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას მიიღებს.

„როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. როგორც „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში, ჩვენ მოლაპარაკებები წინასწარ უკვე დაწყებული გვაქვს. როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად გავაგრძელოთ.

პირველი ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მცირე დოზები შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან ეს არის 100 ათასი დოზა ვაქცინა. კოვად პლატფორმიდან დამატებით გაგვიჩნდება საჭიროება ვაქცინებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.