გიგი უგულავა: გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს

გიგი უგულავა: გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ „მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს“.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურა და სასამართლო სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია.

„არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოცელიტა „იმედის“ ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“,- წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

amo არ დაგვღუპო, კორონაზე აიცერი აუცილებლად.
4 წლის უკან