ირაკლი ღარიბაშვილი: OMV Petrom-ის შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ძალიან კარგი ბიზნესგარემო გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი: OMV Petrom-ის შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ძალიან კარგი ბიზნესგარემო გვაქვს

როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა OMV Petrom-ი, გამოხატავს მზაობას, დაიწყოს სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემო გვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადებულ შეთანხმებას ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან. ეს კონტრაქტი ითვალისწინებს საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობისა და გაზის ძიების სამუშაოების დაწყებას. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა OMV Petrom-ი, გამოხატავს მზაობას, დაიწყოს სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემო გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.