იაგო ხვიჩია ფარულ ჩანაწერებზე: ამ საქმის გამოძიებას არ ვითხოვ, ეს კონცერტის ნაწილია

იაგო ხვიჩია ფარულ ჩანაწერებზე: ამ საქმის გამოძიებას არ ვითხოვ, ეს კონცერტის ნაწილია

მე არ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, ამ საქმეს არ გააჩნია შინაარსი, ეს არის კონცერტის ნაწილი, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„რომ გაამართლოს საგამოძიებო უწყებამ, ვინემ დაიჯერებს რომ ეს იყო? რომ გაამტყუნოს, ამას დაიჯერებთ, რომ მურუსიძემ თავისით გადაწყვიტა. ჩვენი სასამართლო ახლა ბერას გასასამართლებლად მზად არ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

გენპროკურატურამ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.