მიხეილ ყაველაშვილი: კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს

მიხეილ ყაველაშვილი: კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს

კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ძირითადად თვითმმართველობის საკითხებს ეხებოდა.

„გავიარეთ ტექნიკური საკითხები. რაც შეეხება მერებს, გვექნება ამაზეც შემდეგ ეტაპზეც მსჯელობა და აუცილებლად გაიგებს საზოგადოება. სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს, გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს, ესეც პროცესია ჩვეულებრივი. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ. უფრო მეტი დრო გვაქვს, რათა გამოცდილება, რაც შევიძინეთ, კიდევ კარგად ავწონ-დავწონოთ, ვინ იქნება მისაღები ამა თუ იმ რეგიონში მერად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეული მერი ყავს დღეს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახი კალაძე თავის კანდიდატურას, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ლევანი რატომ იქნება უალტერნატივო, მარტო ქართული ოცნება ირჩევს მერს და არა მთელი თბილისი? უ იმიტომ, რომ 100 ლარიანი გასაკეთებელი საქმე 10 000 რომ უჯდება ბიუჯეტს? თუ იმიტომ რომ ჭავჭავაძიდან დაწყებული ჯორის სიჯიუტით კაი პროექტები შემოგვტენა და საცობები გვაჩუქა ჭავჭავაძეზე, კრწანისში და ბევრგან? რამ დაგადებილათ! თუ გაყალბებას გეგმავთ, ნუ იძახით მაინც!
4 წლის უკან