ირაკლი ჩიქოვანი: რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებები საქართველოში ვინმეს მიმართ სასიკეთოდ მიმართული ვერ იქნება

ირაკლი ჩიქოვანი: რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებები საქართველოში ვინმეს მიმართ სასიკეთოდ მიმართული ვერ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადების მიზანი საქართველოში რუსეთის დღის წესრიგის გავრცელებაა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება.

„რუსეთის ოფიციალური პირების, მით უმეტეს, სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებები საქართველოში ვინმეს მიმართ სასიკეთოდ მიმართული ვერ იქნება. ამით სურთ, საკუთარი დღის წესრიგი გაავრცელონ საქართველოში, თუმცა ეს ფეხს ნამდვილად ვერ მოიკიდებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოში პოლიტიკური ამინდი შეცვალოს.