დავით სერგეენკო: ევროპარლამენტარების განცხადებები ცალსახა თანხვედრაშია ჩვენს პოზიციასთან

დავით სერგეენკო: ევროპარლამენტარების განცხადებები ცალსახა თანხვედრაშია ჩვენს პოზიციასთან

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

„ევროპარლამენტარების განცხადებები ცალსახა თანხვედრაშია ჩვენს პოზიციასთან - მოლაპარაკებასა და კომპრომისს ალტერნატივა არ აქვს. ევროპარლამენტში მრავალი პარტიაა წარმოდგენილი და ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს. ევროკავშირმა გამოყო წარმომადგენელი, რომელიც ჩაერთვება მოლაპარაკებებში და წარმოადგენს ინტეგრირებულ ერთიან მოსაზრებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები 9 მარტს გაიმართა.