ვიოლა ფონ კრამონმა მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. ამის შესახებ ევროპარლამენტმა Twitter-ზე, ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარზე საპასუხოდ დაწერა. კომენტარი ფონ კრამონის მიერ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელშიც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ჩარევა უნდა შეწყვიტონ.
„ყოველთვის, როდესაც სააკაშვილი რამეს ამბობს, ქვეყანა უფრო ღრმა პოლიტიკურ გაუგებრობაში ეფლობა. არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი ერთ წინადადებაში“, - დაწერა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები 9 მარტს გაიმართა.