თეა გოგოტიშვილი: მასალის დამონტაჟება და ფაბრიკაცია დღეს არანაირი პრობლემა არაა - ფარული ჩანაწერების მანკიერი ტრადიცია ადამიანს თავს დაუცველად აგრძნობინებს

თეა გოგოტიშვილი: მასალის დამონტაჟება და ფაბრიკაცია დღეს არანაირი პრობლემა არაა - ფარული ჩანაწერების მანკიერი ტრადიცია ადამიანს თავს დაუცველად აგრძნობინებს

მედიას აქვს ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენის ძალიან სერიოზული ბერკეტი, მას შეუძლია ადამიანის ცნობიერების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი განწყობის შექმნა, - ამის შესახებ ფსიქოთერაპევტმა თეა გოგოტიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„დღევანდელი ტექნოლოგიებით, ფაბრიკაციის, დამონტაჟების პრობლემა არ არის. ეს, პირველ რიგში, ადამიანს თავს დაუცველად აგრძნობინებს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც თითოეულ ჩვენგანს სამზარეულოშიც კი კითხვის ნიშანი უჩნდებოდა, შეიძლებოდა თუ არა საკუთარი აზრის გამოხატვა. ჩვენ ჯერ განვითარების იმ დონეზე არ ვართ, რომ მოსახლეობამ ადვილად გაარჩიოს, თუ რომელიმე მედიასაშუალება ავრცელებს რაიმე ინფორმაციას, დაიჯეროს, ეს სინამდვილეა თუ არა. ცივილიზებულ ქვეყნებში მედიას აქვს თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა, გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოს. ჩვენთან ამაზე პასუხი არავის მოეკითხება. ეს ქმნის პრობლემას“, - განაცხადა თეა გოგოტიშვილმა.