ნუკრი შოშიაშვილი შესაბამისი ორგანიზაციების შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს, როლებიც ადამიანებს ცრუ ინფორმაციისგან დაიცავს. ამ თემაზე ანალიტიკოსმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ისაუბრა.
„ადამიანები უნდა იყვნენ დაცულები. ჩვენ ვნახეთ, იგივე შაქარაშვილის საქმეზე ოჯახი როგორ ჰყავდათ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. როგორ უნდა დაიცვას ამ ოჯახმა საკუთარი თავი? დღეს არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ და არ არსებობს სტრუქტურა ან რაღაც ორგანიზაცია, რომელიც სწრაფად განიხილავს ამ საკითხებს და სწრაფად დაიცავს ადამიანებს. ამიტომ, მარტო საკანონმდებლო ბაზის შექმნა არ არის საკმარისი. ამის პარალელურად უნდა გაჩნდეს სხვადასხვა სტრუქტურები, რომელიც იზრუნებენ საზოგადოების დაცვაზე. მაგალითად, თუ არის „ფეიკნიუსი“, სწრაფად გამოავლენენ. არა ერთი და ორი წლის შემდეგ, არამედ სწრაფად. დღეს მთავარი იარაღი არის სისწრაფე. ინფორმაცია ვრცელდება სწრაფად“, - განაცხადა შოშიაშვილმა.