გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქციონირების მთავარი მექანიზმი მორალური ინვერსიაა

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქციონირების მთავარი მექანიზმი მორალური ინვერსიაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქციონირების მთავარი მექანიზმი მორალური ინვერსიაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორში“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, თუ რას ნიშნავს მისი აზრით მორალური ინვერსია.

„ასე ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქციონირების მთავარი მექანიზმი იყო შემდეგი, მე დავარქმევდი მორალური ინვერსიას - შენ ხარ ცუდი, ღირებულება არ გაგაჩნია და გინდა, რომ სხვას გაეჯიბრრო, რათა ისიც ცუდი გახადო. შესაბამისად, მთელი აქცენტი მაგაზე ჰქონდათ - როგორმე 7 ნოემბერი და 26 მაისი გავამეოროთო. თუ გახსოვთ, ბათუმში რომ იყო აქცია, ყვლაფერი გააკეთეს, რომ ოღონდ დაეშალათ და დაერბიათ. შემდეგ იყო 20 ივნისი და პირველივე ჯერზე დაიწყეს საუბარი, რომ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივ 26 მაისის მსგავსი, შემდეგ - შაქარაშვილის საქმე, რომელზეც შემდეგ ერთხმად დაიწყეს საუბარი, რომ ეს იყო გირგვლიანის ქეისი.

აქედან გამომდინარე, რა სურთ ახლა ანზორ ჩუბინიძისგან? რეალურად იგივე ახალაიასა და სხვა მსგავსი სადამსჯელო რაზმების სახე შექმნან. დანაშაული მსხვერპლის გარეშე არ არსებობს“, - განაცხადა სულთანიშვილმა.