ბერა ივანიშვილი: როგორ გავამტყუნო ჩემი მეჯვარე ამიკო, მეც იგივეს გავაკეთებდი ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე ინტერნეტში მსგავსი რომ მენახა

ბერა ივანიშვილი: როგორ გავამტყუნო ჩემი მეჯვარე ამიკო, მეც იგივეს გავაკეთებდი ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე ინტერნეტში მსგავსი რომ მენახა

არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჩვენი წყობილებიდან გამოყვანას შეეცდებიან. ყველაზე მტკივნეული, სენსიტიური, ყველაზე ძვირფასი თემებით, რათა ჩვენ ჩაგვითრიონ ინტრიგასა და პროვოკაციაში, - ამის შესახებ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, „იმედის ფაქტორში“ მის გულშემატკივრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მუსიკოსმა მის გულშემატკივრებზე განაცხადა, რომ ისინი პირველ რიგში ნერვებს უნდა გაუფრთხილდნენ.

„არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჩვენი წყობილებიდან გამოყვანას შეეცდებიან. ყველაზე მტკივნეული, სენსიტიური, ყველაზე ძვირფასი თემებით, რათა ჩვენ ჩაგვითრიონ ინტრიგასა და პროვოკაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორმაგი სიძლიერე და თავშეკავებულობა გვმართებს, მაგრამ ეს სათქმელად ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, მეჯვარე ამიკო, რომელიც ლამის გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანოდ თუ პაბლო ესკობარად?! არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე - ის რეაგირებას აკეთებს, ვერ გავამტყუნებ. მეც იგივეს გავაკეთებდი ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ მსგავსი ვნახო. მეც ისევე ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებდი. როგორ შეიძლება აქ ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო?!“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.