ბერა ივანიშვილი: როგორც ვიცი, ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს, თოლიების ხმებსაც დასჯერდნენ

ბერა ივანიშვილი: როგორც ვიცი, ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს, თოლიების ხმებსაც დასჯერდნენ

როგორც ვიცი, ისინი ჩემ სიმღერაში ქათმების ხმას ეძებენ, მაგრამ როდესაც ქათმების ხმა ვერ იპოვეს შემდეგ თოლიების ხმასაც დასჯერდნენ, - ამის შესახებ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, იმედის ფაქტორში განაცხადა.

მისი თქმით, ფარულ ჩანაწერში ტრი-ტრის არ იძახის და იქ ამბობს ანტონის.

„ეს ტრი-ტრი საიდან გაიგეს საერთოდ, არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში, ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით და არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ბატონმა ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ხუმრობით ერთმანეთს ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი ანტონის, ასე ვეძახდით მაშინ ერთმანეთს ფრანგულ სახელებს. ტრი-ტრი საიდან გაიგეს მართლა არ ვიცი. როგორც ვიცი, ისინი ჩემ სიმღერაში ქათმების ხმას ეძებენ, მაგრამ როდესაც ქათმების ხმა ვერ იპოვეს შემდეგ თოლიების ხმასაც დასჯერდნენ“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.