რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სჭირდებოდა, მას ამის შანსი ბევრჯერ ჰქონდა. მხოლოდ ის უნდა, რომ დასავლეთი არ შევიდეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
„არ არსებობს უმიზეზო მოვლენა. დღეს რა არის იმის მიზეზი, რომ გაჩნდა ბერას ჩანაწერი? 90-იან წლებს გავიხსენებ. დაიშალა საბჭოთა კავშირი და რუსეთმა ცეცხლოვანი რკალი გააკეთა მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების გასწვრივ. რატომ? ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ამ ქვეყნებში არ შესულიყო დასავლეთი. რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სჭირდებოდა, შემდეგ მაგის შანსი ბევრჯერ ჰქონდა, მაგრამ მას ეს არ სჭირდებოდა. მხოლოდ ის, რომ დასავლეთი არ შევიდეს პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, ეს სჭირდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.