ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში დაგეგმილ ინტერვიუს „მთავარი არხის“ ეთერით გამოეხმაურა.
როგორც კვესიტაძემ განაცხადა, ჯერ ვერ მოასწრეს ბერას ინტერვიუს დამონტაჟება და ამიტომ აგვიანებს. მისი თქმით, პირადაპირ ეთერს ვერ გაბედავდნენ.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს ბერა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გავა.
„როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი? როდის დაიწყო „ნაცმოძრაობამ“ მუქარის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კამპანია და ვინ დგას ბულინგისა და ფსიქოლოგიური ტერორის უკან?“ - ამ და სხვა საკითხებზე ბერა ივანიშვილი გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრებს.
გადაცემა 22:00 საათზე დაიწყო.