ცვალებადი დინამიკა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, დასავლეთის უფრო ძლიერ ჩართულობასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს, - წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ თანმიმდევრული მიდგომა საჭიროა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ინვესტიციები, მართვა და სამართლიანი არჩევნები.