კარლ ჰარცელი: დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს, გაძლიერებაში

კარლ ჰარცელი: დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს, გაძლიერებაში

ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

ის ევროკავშრის ქალთა მხარდასაჭერად, საქართველოში დაწყებული კამპანიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში. სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით ”ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო”. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით. მიზანი ნათელია, ისევე როგორც პოტენციალი. ჩვენ უბრალოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა“, - აღნიშნავს ელჩი.

ქალთა საერთშორისო დღეს, 8 მარტს ევროკავშირი საქართველოში ახალ საინფორმაციო კამპანიას - „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“ იწყებს.