ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ე.წ. Deepfake-ის გამოგდებას აპირებდა, ასეც მოხდა

ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ე.წ. Deepfake-ის გამოგდებას აპირებდა, ასეც მოხდა

ირაკლი კობახიძე ამბობდა თვეების წინ, არჩევნებამდე, რომ Deepfake გამოგდებას აპირებდა „ნაცმოძრაობა“ სიტუაციის არევისთვის და ასეც მოხდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური მიღწევები ყველანაირ საშუალებას იძლევა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

„ნებისმიერი ადამიანის ხმას ისე მოარგო ნებისმიერი ტექსტი, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ჩვენ ამ სიბინძურის, სიყალბის შინაარსში ჩავდივართ. არანაირი შინაარსის განხილვა, ტყუილს უნდა უწოდო ტყუილი და იქვე დაამთავრო საუბარი“ - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.

2020 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“. მისივე განმარტებით, ამგვარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.