პასუხისმგებლობის ერთადერთი სწორი ფორმა ამ სიტუაციაში არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი არსებულ კრიზისს აღრმავებს.
“ელემენტარულია. მხოლოდ სრულიად გაკოტრებულ და ხალხის მოშიშარ ხელისუფლებას შეუძლია ამ სიტუაციაში ვერ დაინახოს, რომ არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია და მისი ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ აღრმავებს კრიზისს“, - წერს კაპანაძე.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.