სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე: საოცარია, როდესაც სახალხო დამცველი შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას

სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე: საოცარია, როდესაც სახალხო დამცველი შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი სახალხო დამცველის მიერ ფარული ჩანაწერების შინაარსზე ყურადღების გამახვილებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. როგორც მან „ქრონიკაში“ განაცხადა, ფაბრიკაცია მოხდა, რაც საზოგადოების დასატერორებლად გამოიყენება და იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველმა დაგმოს ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მთავარი ხელწერა იყო, ის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას.

„ავთენტურობაზე რთულია საუბარი ექსპერტიზის გარეშე, მაგრამ რაც ვიცი და გამიგია, ეს არის არამარტო 2012-მდე, არამედ მანამდე გაკეთებული ფაბრიკაცია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განცახდებას პოლიტიკაში მოსვლაზე. ამას ხაზს ვუსვამ არა პოლიტიკასთან კავშირის გამო, არამედ ბერა ივანიშვილის ასაკი, რომელიც არის ამ დროისთვის სრულიად ბავშვი, რაღაც სხვადასხვა ჩანაწერი არის აღებული, ფაბრიკაცია გაკეთებული და საოცრებაა, როდესაც სახალხო დამცველი ასეთ ჩანაწერზე, შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას - ანუ ამ ადამიანს მიაჩნია, რომ ფარული ჩანაწერების მოპოვება შესაძლებელია და დასაშვებია, ვიმსჯელოთ შინაარსზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

Katana . აბა რა უნდა ქნას, ეს ხომ არ არის საქართველოს სახალხო დამცველი? - ლომჯარია არის ნაცების სახალხო-დ დამცველი!
4 წლის უკან
Maverick კი მაგრამ, ვინ დანიშნა ეს მახოჯი გომბიო სახალხო დამცველად?!
4 წლის უკან