ვასილ მაღლაფერიძე:  ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?!

ვასილ მაღლაფერიძე: ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?!

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა."

ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის, ზოგიერთ "ჯიუტ ბეკეკას" იმის დასტურად, აწარმოებდნენ თუ არა ფარულ ჩაწერებს სააკაშვილის დროს?! ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?! როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებოდათ ასეთი მასალები და ახლაც სათუთად ხომ არ ინახავენ ჩანაწერებს თავის შავ თუ ბნელ არქივში"?!