ვლადიმერ ზელენსკიმ ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი გიორგი ცხაკაიათი ჩაანაცვლა

ვლადიმერ ზელენსკიმ ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი გიორგი ცხაკაიათი ჩაანაცვლა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, განკარგულებას 4 მარტს აქვს ხელი მოწერილი და გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მითითებული არ არის.

ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სააკაშვილი გიორგი ცხაკაიამ ჩაანაცვლა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გასული წლის 7 მაისს დანიშნა.

 

Katana . ბედნიერ უკრაინაში, სადაც ყველა პრობლემა გადაჭრილი აქვთ, ქართველი "პოლიტიკური ტურისტებისთვის" იგონებენ ვირტუალურ თანამდებობებს, რომელთაც არანაირი ფუნქცია არ გააჩნიათ: არც არაფერს აკეთებენ, არც არაფერს აფუჭებენ, არც არაფერზე აგებენ პასუხს... ხელფასებს იღებენ მხოლოდ. ეტყობა, ეს არის უკრაინული know-how.
4 წლის უკან