გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს გააგრძელოს მშვიდობიანი ბრძოლა კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში. მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
მისი თქმით, ნიკა მელია არის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურა სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა.
„მინდა, ნიკას მივესალმო, ვუთხრა, რომ, ნიკა, ჩვენ ვამაყობთ შენით, შენ ხარ ნამდვილი ლიდერი, ვაჟკაცი, პატრიოტი ადამიანი, რომელიც მაგალითს აძლევ სხვა პოლიტიკოსებს, თითოეულ ჩვენგანს. შენ ხარ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ შენ დაიმსახურე უდიდესი პატივისცემა სხვა ოპოზიციური პარტიების, და ხარ ნამდვილი ლიდერი საქართველოს ამ გავრილოვებისგან გათავისუფლების მოძრაობის და ბრძოლისა“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.