ჰანს კლუგე: ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება

ჰანს კლუგე: ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება

თქვენ მკითხეთ, თუ რა არის ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის. პირველი ჩემი გზავნილი ისაა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ შეასრულეს ყველა ვალდებულება. ამას ვამბობ იმის გამო, რომ მე ვხედავ პრესაში სხვა ინფორმაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ, როგორც ქვეყანამ და როგორც ხელისუფლებამ, შეასრულა ყველა ვალდებულება.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება და იწყებს სიჩქარის აკრეფას. ეს რთული პროცესია. ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს სხვა რეგიონში, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს კვირებში იგივე მოხდება დანარჩენ რეგიონებშიც. შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შორის. ეს საუბარი შედგა გასული კვირის ბოლოს. დღესაც გვაქვს ამ საკითხებზე კომუნიკაცია ჟენევასთან, „იუნისეფთან“ ვაქცინების გაგზავნის თარიღის განსაზღვრის მიზნით, რადგან ვაქცინის შესყიდვის პროცესი დასრულებულია. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან წესები, რაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის დაწესებული. „კოვაქსი“, საქართველოს მთავრობა, „უნისეფი“ და განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვაქცინა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

ჰანს კლუგეს პრესკონფერენციის შესახებ დეტალებს მაყურებელი „ქრონიკაში რვაზე“ იხილავს.