ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილ სოციალურ ქსელში წერს:
„უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა ტენდერს გამოაცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე და ინვესტორის შერჩევაზე.
სამწუხაროა, რომ ანაკლიის კონსორციუმმა ვერ უზრუნველყო პორტის მშენებლობისათვის საჭირო $400 მილიონის მოზიდვა და წლები გავიდა, სანამ მათთან ხელშეკრულება შეწყდებოდა.
ამ დროს კი, სახელმწიფო მზად იყო $100 მილიონი გამოეყო სესხის სახით კონსორციუმისათვის, და მიწების გამოსყოდვისათვის 58 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ფიქცია აღმოჩნდა ამერიკული კომპანიის მონაწილეობა კონსორციუმში, რომელსაც არაფერი გაუკეთებია პროექტის განსახორციელებლად. ის გაიქცა, და მის მაგივრად, სასოწარკვეთილ ძიებაში, კონსორციუმი რუსულ-ყაზახურ ფონდს გვთავაზობდა უაღრესად საეჭვი რეპუტაციით. აღარ ვსაუბრობ ამ ფონდის რუსულ კავშირებზე.
მოვუწოდებ მთავრობას, ამჯერად მაინც ყურადღებით შეარჩიოს პორტის მშენებელი, რომელიც შეძლებს რამდენიმე წელიწადში საჭირო რესურსების მოზიდვით პორტის შმენებლობას".