არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად შემხვედრი პოზიციაა, რასაც ის მიესალმება.

„ჩვენ წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია“, - განაცხადა თალაკვაძემ.