ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძიან კულუმბეგოვი საქართველოში ვაქცინების შემოტანის დროს დაშვებულ შეცდომეზე საუბრობს.
როგორც კულუმბეგოვი ამბობს, ქვეყანა ზაფხულში ამ მხრივ უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო.
„ყოფილი საბჭოეთის ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ხალხის აცრის დაწყება – ვერცერთმა ჩვენმა მეზობელმა. ძირითად ისინი აკეთებენ ჩინურ ვაქცინას. ამიტომ დღეს ეს მარტივი არ არის. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ შეცდომებზე, რომლებიც ზაფხულიდან მოყოლებული შეიძლება დაგვეშვა. ვთქვათ, 28-29 ივლისს მესამე ფაზის კვლევები რომ დაიწყეს ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ჩვენ არ ვიაქტიურეთ. ადრეც ბევრი ვაქცინა მიგვიღია, მაგალითად ბავშვებისთვის, მათ ჩათვალეს, რომ ქვეყანა მიება covax პლაფტორმას და ეს იყო გარანტირებული გზა ვაქცინების დროულად დაწყებისთვის“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.