ოპოზიციამ თავადაც იცის, რომ ურეიტინგოა. ისინი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც, გამოაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ განაცხადა.
„მათ ქცევაში რაციონალური მარცვლის მოძებნა ძალიან რთული გახდა. რაც დრო გადის, უფრო მიერეკებიან დესტრუქციული ქმედებებისკენ. რამდენიმე კვირის წინ, ისინი ლანძღავნდენ და პუტინის აგენტებს უწოდებდნენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს. ახლა, დასჭირდათ ევროკავშირის ჩარევა. ეს ყველაფერი ვერ ჯდება ლოგიკაში. ოპოზიციის ქმედება აისახება სასტვენით სირბილში, ღამით კარავში დარჩენასა და ხალხის ნაკლებობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის 5% რომ გამოდიოდეს ქუჩაში, მოძრაობა გადაიკეტებოდა და აღარ იქნებოდა ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობა და პოლიციელებთან პირბადეების გარეშე ძიძგილაობა“ - განაცხადა გია აბაშიძემ.