საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 119 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 119 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 119 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 271 739 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 805, გარდაიცვალა 3 541 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25349, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14742, PCR ტესტით - 10607

კარანტინის რეჟიმშია 258, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 477. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 151 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.