ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მას, როგორც ავანტიურისტს, დიალოგი საფრთხეს უქმნის

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მას, როგორც ავანტიურისტს, დიალოგი საფრთხეს უქმნის

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მასაც, როგორც ავანტიურისტს, საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ წარმატებული დიალოგის შემთხვევაში ის საინტერესო აღარ იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„ერთი წამით წარმოიდგინეთ სააკაშვილის მდგომარეობა - შეიძლება სიტუაცია დასტაბილურდეს, დიალოგი შედგეს, ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი შეიძლება შევიდეს პარლამენტში - სააკაშვილი ხომ ჭკუიდან გადავიდოდა ამის გამო. საფრთხე ემუქრება მის მთავარ სცენარს. სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მასაც, როგორც ავანტიურისტს, საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ ის საინტერესო აღარ იქნება. ამიტომ მან სასწრაფოდ გასცა ბრძანება - ჩამოხიეთ ყველაფერი, ეცით პოლიციას, სახელმწიფოს დისკრედიტაცია უნდა მოხდეს... როდესაც ბალტიის ქვეყნები ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ცდილობდნენ, მათ დაივიწყეს ერთმანეთში არსებული უთანხმოება, შიდა უთანხმოებები, ვინაიდან საერთო მთავარი მიზანი ამოძრავებდათ. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ნატოსა და ევროკავშირშია, მაგრამ ეს ველურები ასე არ ფიქრობენ, ვინაიდან ეს რუსეთს არ გაუხარდება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.