შალვა პაპუაშვილი: გუშინ კონსტრუქციულად მოსაუბრე ოპონენტებს საკუთარი ნამდვილი ზნის გამოსავლენად რამდენიმე საათი დასჭირდათ

შალვა პაპუაშვილი: გუშინ კონსტრუქციულად მოსაუბრე ოპონენტებს საკუთარი ნამდვილი ზნის გამოსავლენად რამდენიმე საათი დასჭირდათ

გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, კონსტრუქციულად ესაუბრათ, თუმცა რამდენიმე საათი დასჭირდა იმას, რომ მათ საკუთარი, ნამდვილი ზნე გამოევლინათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პიკეტირება სცილდება არათუ პოლიტიკური კულტურის, არამედ კანონის ფარგლებსაც, ვინაიდან სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება აკრძალულია.

„ჩვენი ოპონენტების ნაწილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. დემოკრატიულ ქვეყანაში ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი. ისინი ხედავენ, რომ არჩევნების გზით საჭირო რაოდენობის მანდატებს ვერ იღებენ, ამიტომ ცდილობენ, არჩევნებისთვის გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით, მღელვარების იმიტაციით რამენაირად შეძლონ წყლის ამღვრევა და შემდეგ ამ ამღვრეულ წყალში საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევა. გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, კონსტრუქციულად ესაუბრათ, თუმცა რამდენიმე საათი დასჭირდა იმას, რომ მათ საკუთარი ნამდვილი ზნე გამოევლინათ. მართალია, ხალხმრავალი არ იყო ეს პიკეტირება, მაგრამ თავად ეს მოვლენა სცილდება არათუ პოლიტიკური კულტურის, არამედ კანონის ფარგლებსაც, ვინაიდან სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება აკრძალულია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ძირითად მიზნებს - მიიღონ ძალაუფლება არადემოკრატიული გზით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.