გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, დღეს უკვე ვხედავთ პირველი მცდელობებს საბაბების პოვნის, რომ ამ შანსებს პრობლემები შეუქმნან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციიური პარტოების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაგეგმილ აქციებზე კითვის საპასუხოდ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათ დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება.

„დღევანდელი აქცია იყო სრულიად ლეგიტიმური და მშვიდობიანი, ოღონდ ვხედავთ, რომ ამის გამოყენება ხდება საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. სწორედ ამ საბაბს მოვუსპობთ იმით, რომ იმხელა დისტანციას დავიცავთ, ეს საბაბი მათ აღარ ჰქონდეთ. ამას პოლიტიკური პარტიების სახელით ვამბობ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.