მიხეილ სარჯველაძე: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა

მიხეილ სარჯველაძე: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველო ჩართულია გლობალურ ქსელში, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, არაერთი ფორმატი ფუნქციონირებს. ამ გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებაში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენისას.

„საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა მოხდეს საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის ძირითადი არსიც არის შემდეგ: დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, განისაზღვრება პირთა წრე და კონკრეტული პირები, რომელთა მიმართაც, საერთაშორისო მექანიზმებით, უნდა იყოს გამოყენებული ყადაღის მექანიზმები. ამ მექანიზმის ფუნქციონირება სახელმწიფოში ისე უნდა მოეწყოს, რომ სულ რამდენიმე საათი უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ამის რეალურად აღსრულება მოხდეს. ამისთვის, სწორ მოდელად გვესახება ის, რომ ამოვიღოთ სასამართლოს ეტაპი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.