ამირან გამყრელიძე: ვცდილობთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს

ამირან გამყრელიძე: ვცდილობთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს

დათვალეთ რამდენია ქვეყანა, რომელიც იღებს იმ ვაქცინებს, რომელიც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ესენია „მოდერნა“, პფაზერი“ და „ასტრაზენეკა“, - ასე მიმართა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ამ სამი ვაქცინიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზირებული აქვს მხოლოდ 2 ვაქცინა: პფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“ კი ატორიზაციას ჯერ კიდევ ელოდება.

„ნახეთ, სად რომელი ვაქცინებით იცრებიან და რამდენი ქვეყანა რომელი ვაქცინით იცრება. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დღეს იცრება „ასტრაზენეკასა“ და „პფაიზერის“ ვაქცინით, ასევე „მოდერნას“ ვაქცინით. ის 103 ქვეყანა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჯერჯერობით იცრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაავტორიზირებული ვაქცინებით, თუმცა ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. ესენია: ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის წარმოების და ა.შ. ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს, ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.