სოსო მანჯავიძე: წინ დიდი საქმეები გველის. აღსდექ, საქართველო!

სოსო მანჯავიძე: წინ დიდი საქმეები გველის. აღსდექ, საქართველო!

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„მეცინებოდა გუშინ შარლ მიშელთან შეხვედრას რომ ვუყურებდი, რადგან ,, მაიტა ნასოსის" იქით ამათი ტვინი რომ ვერ წავიდოდა, კარგად ვიცოდი.

თუმცა უნდა ვაღიარო-დღესვე თუ დაარღვევდნენ  პირობებს, მეც ვერ წარმომედგინა.

მაგრამ , თავშეკავება რომ შეეძლოს, გიჟი ჭკვიანი იქნებოდა.

რამდენი ხანია ვიძახი,  მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციას მივმართოთ დასახმარებლად, გავაკეთოთ ფსიქიატრიული პატრული, შევამოწმოთ ის ხალხი, თავი პარტიები რომ გონიათ, ვუმკურნალოთ-თქო.

შეაყარე კედელს ცერცვი.

ესენი ადგნენ და საპარლამენტო მოდელი შემოიღეს და პროპორციული  არჩევნები  ნულოვანი ბარიერით.

ვეუბნებოდი, არ გინდათ, პარლამენტსაც ვერ დააკომპლექტებთ, მუდმივად იქნება არასტაბილურობა, ქვეყანა აირევა და ა. შ

კვლავ კედლის და ცერცვის ისტორია გამოვიდა.

ჰოდა, რახან შარლ მიშელმა ვერ გვიშველა, ახლა მორიგეობით ყველა უნდა ჩამოვიყვანოთ. ეუთო, ევროკავშირის კომისრები , ნატოს გენერალური მდივანი, სი- ძინ- პინი და აიათოლა ალი ხამენეი, გაერო,  აფრიკული კავშირი და არაბული ლიგა.

ასე მაინც მივიქცევთ ყურადღებას, დავამარცხებთ ოკუპანტს და მუდმივად ვიქნებით რადარებზე.

მერე, როცა ყველა ჩვენს ჭკუაზე დადგება, შეიძლება უფრო ამბიციური გეგმებიც განვახორციელოთ-მაგალითად მსოფლიო პოლიტიკური ცენტრი გავხდეთ.

ტიტე ნატუტარის არ იყოს- ვინაა ჩვენზე დიდი თეორეტიკოსი?

ვერც ბუხრის წინ ჯდომაში, ნაცრის ქექვაში და კაცობრიობის ბედზე საუბრის სიყვარულში შეგვეჯიბრება ვინმე.

წინ დიდი საქმეები გველის. აღსდექ, საქართველო“!

amo კარგი ხართ, როგორც ყოველთვის. იუმორი, იუმორი თუ გაგვაძლებინებს, სხვა საშველი არაა. მადლობა.
4 წლის უკან
Katana . საინტერესო იქნებოდა, ვინმეს დაედო პროცენტული მაჩვენებელი ჩვენი პარლამენტის შემადგენლობისა...
რამდენ პროცენტს შეადგენენ ბიზნესმენ-მილიონერები, რომელთა ხმასაც 4 წლის განმავლობაში ვერავინ გაიგებს?
რამდენი პროცენტი არიან "პროფესიონალი პოლიტიკოსები"?
რამდენი არიან პარლამენტში "შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები" (როგორც საბჭოეთში ვეძახდით) - მსახიობები, მომღერლები, პიანისტები, ჰობოისტები, დრამერები?..
აბა, მანჯავიძისა და გოგავასნაირები რომ არავის სჭირდება არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეგ კი ვიცი.
4 წლის უკან