კახა კალაძე: გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია - პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს

კახა კალაძე: გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია - პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს

გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია - პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

„გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

Katana . მე რომ ხელისუფლების ადგილზე ვიყო, საერთოდ არ დაველაპარაკებოდი ამ აქციების, კარვებისა და ულტიმატუმების ფონზე!!!
პიროვნული გარჩევების დონეზე რომ გადავიტანოთ, ეს იგივეა, რომ შენ მე იარაღს მიშვერ და თან მეუბნები - დავილაპარაკოთო!
მე კი გიპასუხებდი: - ლაპარაკი თუ გინდა, დადევი იარაღი! თუ არადა, მკიდიხარ მაგ შენი იარაღით და ვის რას გადაუღუნავ, ნახავ თქო!
4 წლის უკან
Katana საფრანგეთში პრეზიდენტ სარკოზის მიუსაჯეს ციხე, მოსყიდვის მცდელობითვის და ამ დროს ე.წ. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას აბულინგებს, მთავრობის სახლზე შტურმისათვის როგორ დააპატიმრე ვიღაც მელიაო!..
4 წლის უკან